სასტუმრო ოქროს საწმისი მდებარეობს კურორტ ანაკლიაში, ზღვის სანაპიროდან 100 მეტრის დაშორებით. სასტუმროს ტერიტორიაზე არის ღია და დახურული აუზი, სავარჯიშო დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, უფასო ინტერნეტი, რესტორანი სადაც ამზადებენ ქართულ და ევროპულ კერძებს, ბარი, სარელაქსაციო ოთახი, ტერასა და ბილიარდის სათამაშო მაგიდები.
ოქროს საწმისში არის 106 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი: სტანდარტული, ნახევრად ლუქსი და ლუქსი.
ოქროს საწმისიდან ზუგდიდის რკინგზის სადგური არის 30 კილომეტრში, ბათუმის აეროპორტი 160, ხოლო ქუთაისის აეროპორტი კი 100 კილომეტრში.