საოჯახო სასტუმრო “მხატვრის სახლი” მდებარეობს რაჭაში, ონის ცენტრში, ტყის პირას, წყნარ და მყუდრო ადგილას. საოჯახო სასტუმრო გამოირჩევა თავისი უჩვეულო ინტერიერითა და ექსტერიერით. სახლი გაფორმებულია ქართული ტრადიციული ავეჯით და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით, რაც სტუმრებისთვის საკმაოდ მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის.
სულ არის 5 ოთახი, 4 სააბაზანო და 2 ტერასა.
საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ როგორც უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ, ასევე რაჭულ კერძებს რაჭული ღვინოსთან და არაყთან ერთად. სასტუმროში არის Wi-Fi, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაათვალიეროთ სურათების გალერეა, ქვების კოლექცია, დატკებეთ შოდა-კედელას ქედის ლამაზი ხედებით. სასტუმროს აქვს დიდი მარანი, თონე, არყის სახდელი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ცხელი არაყი და ახლად გამომხვარი შოთის პურები. მხატვრის სახლს ასევე აქვს დიდი ხეხილიანი ბაღი, ყვავილებით და მოსასვენებელი ადგილებით.