საოჯახო სასტუმრო დანელია არის სოფელ ლეხაინდრავოში მარტვილის კანიონებიდან 16 კილომეტრის, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 32 კილომეტრის დაშორებით. სახლის ტერიტორიაზე არის უფასო ინტერნეტი, ავტოსადგომი, ტერასა, რესტორანი,პატარა ბარი და მწვადის შესაწვავი ადგილი.
დანელიაში არის მხოლოდ 4 ოთახი, რომლებიც გათვლილია 2,3 და 5 ადამიანზე. ყველა ოთახში არის ჩაიდანი და აბაზანა.
სოფლის გარშემო შესაძლებელია სხვადასხვა ლაშქრობების მოწყობა და თევზაობა. სახლის ტერიტორიაზე შეგიძლიათ იქირაოთ ველოსიპედიც.