სასტუმრო კრუიზი მდებარეობს შავი ზღვის კურორტზე ანაკლიაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 95 კილომეტრის დაშორებით. სასტუმროში არის 12 სხვადასხვა ტიპის ნომერი – ორადგილიანი, სამი და ოთხადგილიანი. ყველა მათგანში არის კონდინციონერი, ტელევიზორი, მაცივარი, ჩაიდანი, ტანსაცმლის კარადა, აბაზანა, თმის საშრობი და აბაზანის ჰიგიენის საშუალებები.
კრუიზის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ითამაშოთ პინგ-პონგი, გადაცვალოთ ვალუტა, ისადილოთ ან ივახშმოთ კაფეში და ითევზაოთ ზღვაში ან მდინარეში.