ბათუმი

ბათუმი

ბათუმი – ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. მდებარეობს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს მსხვილ საერთაშორისო ნავსადგურს. ქალაქის სახელწოდება წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან bathus, რომელიც ითარგმნება როგორც “ღრმა”.

ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. ზამთარი თბილი და უთოვლო, ზაფხული კი საკმაოდ ხანგრძლივია. სანაპირო ზოლი ხასიათდება ზღვის ბრიზებით, რის გამოც ზაფხულში სიცხე ნაკლებად იგრძნობა.

  • Вид Батуми с моря
  • Пляж в Батуми
  • Тур Батуми
  • Туризм в Батуми
  • Улица Батуми
  • Гостиницы Батуми

ბათუმი თანამედროვე საქართველოს მთავარ ტურისტულ ცენტრად ითვლება. საზღვაო კურორტების უმეტესობისაგან განსხვავებით, სადაც ტურისტების ყურადღებას მხოლოდ სანაპირო ზოლი იპყრობს, ბათუმში შეგვიძლია დავტკბეთ ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებით, გავისეირნოთ ქალაქის პარკში, მოვინახულოთ მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი, ბათუმის აკვარიუმი და დელფინარიუმი, აკვაპარკი, მრავალრიცხოვანი სკულპტურები, ძეგლები და ფანტანები. ეწყობა ექსკურსიები ჩანჩქერების, ძველი ციხესიმაგრეების, შუასაუკუნოვანი ხიდების, ღვინის სახლებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.

  • Батумский Парк Чудес
  • Батуми Тауэр
  • Драмтеатр в Батуми
  • Высотные здания в Батуми
  • Белый ресторан
  • Достопримечательности Батуми

ბათუმში არის სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის საკულტო ნაგებობები: ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები და ტაძრები, სომხური სამოციქულო ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, ისლამური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა:

  • Собор Богоматери в Батуми
  • Церковь святого Николая
  • Армянская апостольская церковь
  • Католическая церковь Батуми
  • Мечеть Орта Джаме
  • Синагога в Батуми

 

ბათუმის მუზეუმები:

  • არქეოლოგიური მუზეუმი.
  • რელიგიის მუზეუმი.
  • ხელოვნების მუზეუმი.
  • ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი.
  • საზღვაო მუზეუმი.
  • თანამედროვე ხელოვნების ცენტრი.
  • Технологический музей имени братьев Нобель
  • Технологический музей Батуми
  • Музей Батуми
  • Музей братьев Нобель в Батуми
  • Музей восковых фигур
  • Археологический музей Батуми

ბათუმის ბულვარი ქალაქის სანაპირო ზოლის გასწვრივ არის განთავსებული. მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს. ბულვარს ესაზღვრება მრავალი ბუნგალო, კაფე, რესტორანი, ფანტანი და საბავშბო ატრაქციონი. აქვე შეგვიძლია ვიხილოთ ფერადი “მოცეკვავე ფანტანები”.

  • Батумский бульвар
  • Тур в Батуми
  • Вход в Батумский парк
  • Батумский парк
  • Озеро в Батумском парке

ბათუმის ზღვისპირა პარკი – ოფიციალურად “6 მაისის პარკის” სახელწოდებას ატარებს. მის ტერიტორიაზე განთავსებულია ტბა “ნურიგელი”, დელფინარიუმი, აკვარიუმი, ზოოკუთხე, საბავშვო ატრაქციონები. პარკი ისეა დაპროექტებული, რომ მის ბილიკებზე სეირნობის დროს შეგვიძლია დავათვალიეროთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები: ქანდაკება “ალი და ნინო”, ქართული ანბანის კოშკი, ეშმაკის ბორბალი, მზის საათი, ბათუმის თაუერი და ძველი შუქურა.

  • Маяк и колесо обозрения
  • Солнечные часы в Батуми
  • Батумский дельфинарий
  • Дельфинарий в Батуми
  • Батуми дельфины

საოცრებათა პარკი ბათუმის ბულვართან მდებარეობს. აქ განთავსებულია ბათუმის შუქურა, ცნობილი სკულპტურა “მე, შენ და ბათუმი”, ეშმაკის ბორბალი – მისი სიმაღლე 55 მეტრია და ერთ სრულ ბრუნს 10 წუთს ანდომებს.

ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საოცრებათა პარკის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ანბანის კოშკი და ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი.

  • Парк Чудес в Батуми
  • Приключения в Батуми
  • Я, ты и Батуми
  • Туры на Черное Море
  • Батуми Тауэр и Башня алфавита

ქართველი ერის ნაციონალური თვითგამოხატვის მთავარ სიმბოლოს მისი უნიკალური დამწერლობა წარმოადგენს. ბათუმის საოცრებათა პარკში დგას ლითონისაგან აგებული, 130 მ სიმაღლის ნაგებობა – ქართული ანბანის კოშკი, რომელზეც ქართული ანბანის 33-ვე ასოა გამოსახული. შენობაში გადაადგილებისთვის დამონტაჟებულია შემინული პანორამული ლიფტი. კოშკის გუმბათი ასევე მინისგან არის დამზადებული და წარმოადგენს მბრუნავ სფეროს. აქ განთავსებულია ობსერვატორია, რესტორანი და სატელევიზიო სტუდია. სფერო სრულ ბრუნს ზუსტად ერთი საათის განმავლობაში ასრულებს.

  • Башня алфавита в Батуми
  • Башни алфавита и чачи
  • Башня алфавита и маяк
  • Башня грузинского алфавита
  • Башня алфавита

ანბანის კოშკის მახლობლად საოცრებათა პარკში მდებარეობს ჭაჭის შადრევნებიანი კოშკი. საქართველოში მეღვინეობისა და სპირტიანი სასმელების დამზადების ხელოვნება კულტურის რანგშია აყვანილი. სწორედ ამ მოვლენისადმი არის მიძღვნილი ჭაჭის კოშკი. მისი სიმაღლე 25 მეტრს აღწევს. კოშკის გუმბათთან დიდი საათია დამონტაჟებული. ნაგებობა გარშემორტყმულია 4 ბასეინით. კვირაში ერთხელ, 10-15წუთის განმავლობაში, ამ ბასეინებში შადრევნებიდან ისხმება ნამდვილი ჭაჭა, რომელიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააგემოვნოს.

  • Башня чачи в Батуми
  • Башня чачи
  • Башня чачи в Грузии
  • Фонтаны чачи
  • Башня с фонтанами чачи

გმირთა მოედანი – აქ განთავსებულია იუსტიციის სახლის ულამაზესი შენობა. მოედნის ცენტრში დგას მოძრავი სკულპტურა “როტაცია”. მასში გამოხატულია ადამიანის სახე და ემოციები, რომლებიც სხვადასხვა განზომილებაში იცვლება და დროის შეუჩერებელი დინების სიმბოლოდ აღიქმევა.

  • Дом Юстиции Батуми
  • Путешествие в Батуми
  • Батуми дом Юстиции
  • Ротация Батуми
  • Батуми туристическое агентство
  • Дом Юстиции и фонтаны

მოედანთან ახლოს მდებარეობს მუსიკალური ფანტანი. ღამით იგი ფერადი ნათურაბით არის განათებული, თან ახლავს სასიამოვნო მუსიკა, სამგანზომილებიანი ლაზერული შოუ, რაც “მოცეკვავე წყლის” ილუზიას ქმნის. გარდა ამისა ბათუმში სხვა უამრავი ფანტანიც არის.

  • Фонтаны Батуми
  • Танцующая вода
  • Батумские фонтаны
  • Танцующие фонтаны в Грузии
  • Батуми танцующие фонтаны

ევროპის მოედანი ძველი ბათუმის ცენტრში მდებარეობს, გარშემორტყმულია ლამაზი, ორიგინალური შენობებით. მოედანზე დგას მედეას ქანდაკება, რომელიც ბერძნული მითოლოგიის მიხედვით კოლხეთის მეფის ქალიშვილი იყო. მოედნის მიმდებარე ერთ-ერთ უნიკალურ არქიტექტურულ შენობაზე ასტრონომიული საათია განთავსებული. იგი აღჭურვილია სპეციალური მექანიზმით, რომელიც გვანახებს არა მხოლოდ დღე-ღამის დროს, არამედ გვაწვდის ინფორმაციას მზის, მთვარის, ვარსკვლავედებისა და პლანეტების განლაგებისა და მოძრაობის შესახებ.

  • Батумская площадь Европы
  • Площадь Медеи
  • Статуя Медеи в Батуми
  • Европа Батуми
  • Астрономическое здание Батуми
  • Астрономические часы в Батуми

ბათუმის “პიაცა” საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით. მოედანს გარს აკრავს რესტორნები, კაფეები და სასტუმროები.

  • Лучшие туры в Батуми
  • Пиацца и церковь в Батуми
  • Туры в Батуми
  • Ночная Пьяцца в Батуми
  • Пиацца Батуми
  • Отель Пиацца

ქანდაკება “ალი და ნინო” – ასევე ცნობილია “სიყვარულის ქანდაკების” სახელით. ეს არის მამაკაცისა და ქალის 8 მეტრის სიმაღლის მოძრავი სკულპტურა, რომელიც სხვადასხვა ნაციონალობის ხალხთა შორის სიყვარულისა და გაგების სიმბოლოს წარმოადგენს.

  • Нино и Али в Батуми
  • Нино и Али
  • Драмтеатр и фонтан Нептуна
  • Эротический фонтан Нептуна
  • Драматический театр в Батуми
  • Фонтан Нептуна в Батуми

ბათუმის დრამატული თეატრის წინ აღმართულია ნეპტუნის ფანტანი. იგი 5 ფრაგმენტისაგან შედგება, რომელთა ცენტრშიც ნეპტუნის ქანდაკებაა განთავსებული.

Комментирование запрещено