ვენახები, ღვინის მარანი და 5* ბუტიკ სასტუმრო ბაბანეურის მარანი კახეთის რეგიონში სოფელ ბაბანეურში, კავკასიონის მთებთან ახლოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 102 კმ ის დაშორებით მდებარეობს.
სასტუმროში არის 13 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი: 3 ორადგილიანი მანსარდული ტიპის ნომერი, 4 ნახევრად ლუქსი აივნით, 2 ლუქსი ტერასით და კოშკით.
სასტუმროში არის ღია აუზი გათბობით, საფეხმავლო ბილიკები ტყეში და ვენახების მწკრივებში და რესტორანი, სადაც კერძებს ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით ამზადებენ.
ბაბანეურის ღვინოები იწარმოება ოთხი ქართული ყურძნის ჯიშისგან: საფერავი, მწვანე, ქისი და რქაწითელი. ვენახები გაშენებულია სასტუმროს გარშემო 11 ჰექტარზე.