Anaklia Resort by Pratap’s Signature მდებარეობს ანაკლიასთან ახლოს განმუხურში. სასტუმროს ტერიტორიაზე არის ავტოსადგომი, რესტორნები, ღია აუზი, ბარი და ლამაზად მოწყობილი ეზო.
54 კოტეჯის ტიპის ოთახები არის სტანდარტული და ნახევრად ლუქსის კატეგორიის.
ყველა ნომერში არის ინტერნეტი, კონდინციონერი, მადუღარა, საწერი მაგიდა, კარადა, აბაზანა, ბიდე, თმის საშრობი, ყველა ოთახს აქვს აივანი.
სასტუმროს ეზოში შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც მაგიდის ასევე მოედნის ჩოგბურთი, იქირაოთ ველოსიპედი.
საუზმის ტიპი არის შვედური მაგიდა ან კონტინენტური.
უახლოესი საერთაშორისო აეროპორტი არის 100 კილომეტრის დაშორებით კოპიტნარში. (ქუთაისი)