კაჭრეთის ამბასადორი საქართველოს ისტორიულ რეგიონში კახეთში, სოფელ კაჭრეთში, თბილისიდან 75 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
კურორტის ტერიტორიაზე არის ღია და დახურული აუზი, იარაღის სასროლი მოედანი, ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონები, საჯინიბო, ბილიარდის და მაგიდის ჩოგბურთის ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, გოლფის მოედნები, 1 შეხვედრების ოთახი და 4 საკონფერენციო დარბაზი, საბანკეტო დარბაზი, რესტორანი, ვენახები, ღვინის მარანი, ლაუნჯი და კაფე აუზთან.
სასტუმროს აქვს 2 შენობა, პირველ შენობაში არის 76, ხოლო მეორეში 106 სხვადასხვა კატეგორიის ოთახი: Premier, classic, ნახევრად ლუქსი, ლუქსები მთის და აუზის ხედებით, 2 ოთახიანი ლუქსები ტერასით, royal ლუქსი ტერასით, საოჯახო, საპრეზიდენტო ლუქსი და ვილა.