3* სასტუმრო ალაზნის ველი ქალაქ თელავში მდებარეობს. სასტუმროს ტერიტორიაზე ოთახების გარდა არის ქართული რესტორანი და ტერასა სადაც საუცხოო კერძებს ამზადებენ და ქართულ ღვინოს გთავაზობენ.
სასტუმროში სულ 50 სხვადასხვა კატეგორიის ოთახია: ორადგილიანი, სამადგილიანი და ნახევრად ლუქსი.
ბიზნეს ცენტრში არის 4 შეხვედრების ოთახი,რომლებიც გათვლილია 30,50,100 და 200 ადამიანზე. სასტუმროს არქიტექტურაში გათვალისწინებულია უნარშეზღუდულთა გადაადგილებაც.